ბოსლების საჯარო სკოლის პატარა ფეხბურთელებმა ამხანაგურ მატჩში დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვეს
08-02-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებსა თუ აქტივობებში. 

ახლახან, ბოსლების საჯარო სკოლასა და ინტერნაციონალურ მაარიფის სკოლას შორის ფეხბურთში მეგობრული მატჩი გაიმართა. 

საინტერესო თამაშში გამარჯვება ბოსლების სკოლის გუნდმა მოიპოვა ანგარიშით - 7-2.

„წარმატებებს ვუსურვებთ ორივე სკოლის მოსწავლეებს სპორტულ აქტივობებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203