წიგნიერების დღესასწაული ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 სკოლაში
08-02-2024

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში, მე-9 კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებელმა თამარ ცანავამ -  რამდენიმე საინტერესო აქტივობა ჩაატარეს - ხმამაღლა წაიკითხეს გალაქტიონის ლექსები, მე-3 კლასის მოსწავლეებს კი წაუკითხეს ბერძნულ-რომაული მითები.

პატარების დამრიგებელმა - მანანა აფხაზაშვილმა კი შეაჯამა აქტივობა კითხვა-პასუხის რეჟიმით.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203