ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
08-02-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლა შეუერთდა წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს და წიგნის კითხვის გლობალურ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო.
აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი აქტივობის ორგანიზატორი იყო I-II კლასების დამრიგებელი ეკატერინე ჩიტაშვილი იყო. აქტივობა მშობელთა ჩართულობით განხორციელდა.
მოსწავლეები ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას, დაათვალიერეს და გაეცნენ წიგნებს, მასწავლებლის დახმარებით შეარჩიეს ასაკის შესაბამისი საკითხავი ლიტერატურა და მშობლებთან ერთად ხმამაღლა წაიკითხეს.
წიგნის კითხვის გამოწვევაში მონაწილეობისათვის ეკატერინე ჩიტაშვილს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებთა ასოციაციამ სერტიფიკატი გადაეცა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს