თბილისის N79 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კვირეულს მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით შეუერთდა
08-02-2024

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კვირეულს მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით შეუერთდა თბილისის N79 საჯარო სკოლა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის ქართული და რუსული სექტორის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ პედაგოგების მიერ დაგეგმილ აქტივობებში: ხმამაღლა წაიკითხეს და გაუზიარეს ერთმანეთს საყვარელი ნაწარმოებები, შეხვდნენ მოწვეულ თანამედროვე ქართველ მწერლებს და ისაუბრეს წიგნიერების მნიშვნელობაზე.

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს ეწვია თანამედროვე ქართველი საბავშვო პოეტი მაყვალა სიმონიშვილი.

7 თებერვალს კვირეულის დასკვნითი გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეხვდა თანამედროვე ქართველი მწერალი ქეთევან დიდიშვილი, სტუმრად იყო მოწვეული გამომცემლობა „დიოგენეს“ წარმომადგენელი მაგდა ბარამიძე. შეხვედრას დისტანციურად ერთვებოდა მწერალთა კავშირის წევრი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი, მწერალი კლარა გელაშვილი. მოსწავლეები დასაჩუქრდნენ წიგნებით. 

სკოლის დირექტორმა, თამარ აბაზაძემ ოქროს მედლებით დააჯილდოვა სკოლის კურსდამთავრებული, წარჩინებული მოსწავლეები. 

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - 79-ე საჯარო სკოლა კვლავაც აგრძელებს წიგნიერების დონის ამაღლებას სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით“, აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203