დარჩელის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეთა განათლებისა და წიგნიერების სადარაჯოზე 
08-02-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - ია ბერაიამ, თამარ წურწუმიამ, ბელა გურიელმა, კესო ქობალიამ, სკოლის ბიბლიოთეკის გამგე თეა სამუშიამ, ხელოვნების მასწავლებელმა - ნანა სირაძემ მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს. 

ისინი მოსწავლეებს მოსწავლეებს სასურველი და საინტერესო წიგნების შერჩევაში დაეხმარნენ. ბავშვებმა წაიკითხეს მათთვის გამორჩეული ეპიზოდები, უყურეს შესაბამის ანიმაციებს, შექმნეს ჩანახატები, დახატეს თავიანთი საყვარელი პერსონაჟები, გამართეს დისკუსია წიგნის როლსა და მნიშვნელობაზე. 

სკოლის დირექტორმა მარინე ცარციძემ მადლობა გადაუხადა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიებების განხორციელებისათვის და შეჰპირდა მათ, რომ სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება და თანამედროვე მხატვრული ლიტერატურით ბიბლიოთეკის მომარაგება სკოლის  პრიორიტეტი იქნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203