„ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ მსოფლიო“ - ართანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და მათი წვლილი წიგნიერების პოპულარიზაციაში
08-02-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლა შეუერთდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს და როგორც, სკოლაში გვეუბნებიან, მოკრძალებული წვლილი შეიტანა წიგნის პოპულარიზაციაში.

მოსწავლეები სლოგანის - „ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ მსოფლიო“ გარშემო გაერთიანდნენ და ხალისითა და ინტერესით წაიკითხეს, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მირ შერჩეული, ისე სასურველი ნაწარმოებების ამონარიდები. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203