წიგნიერების დღესასწაული ქსოვრისის საჯარო სკოლაში
08-02-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს და მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ხალისით აღნიშნეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ნაწარმოებებიდან ამონარიდები და მოთხრობები. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ წიგნი არის ცოდნის ამაღლებისა და თვლსაწიერის გაფართოების მთავარი საშუალება.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203