ტუნაძეების საჯარო სკოლა მოსწავლეთა წიგნიერების სადარაჯოზე
08-02-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მოსწავლე-მასწავლებლებმა საინტერესოდ აღნიშნეს. მათ წაიკითხეს წიგნები და ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე. 

სლოგანით - „წიგნი ჩვენი მეგობარია“ მოსწავლეებმა საზოგადოებას ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ვიდეოები - ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203