სამების საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო
08-02-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს ასწავლიან.

სწორედ ამიტომ, სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო გაერთიანდნენ და საყვარელი წიგნები წაიკითხეს.

მე-12 კლასის მოსწავლე ლინდა გულბანმა, უმცროსკლასელებს წაუკითხა მწერალ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „შველი ზამთარში“, რის შემდგომაც მოეწყო დისკუსია.

ბავშვებმა აღნიშნული ნაწარმოების შესახებ იმსჯელეს და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203