სულდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა თემაზე - „მზის სისტემა“ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
08-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები ბავშვებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ბუნების გაკვეთილზე, თემაზე - „მზის სისტემა“ საინტერესო, თემატური ნამუშევრები და კედლის გაზეთი შექმნეს.

მათ აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია მოიძიეს და გაკვეთილზე ცოდნა, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობა საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203