კოდის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
08-02-2024

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. მე-7 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ ელისო მინაშვილის ხელმძღვანელობით მათი საყვარელი ნაწარმოებები წაიკითხეს, რომელთა შესახებაც შემდგომ იმსჯელეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, ამ მასშტაბურ კამპანიას მოსწავლე-მასწავლებლები ყოველ წელს დიდი ეთუზიაზმით უერთდებიან, სადაც სხვადასხვა აქტივობას ატარებენ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203