ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას ხალისით შეუერთდნენ
08-02-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლის მე-8 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ ნ.ჯიჯელავას ხელმძღვანელობით საყვარელი ნაწარმოებები წაიკითხეს და მათ შესახებ იმსჯელეს.

ბავშვებმა ასევე წიგნების აუცილებლობასა და მათ საჭიროებებზე ისაუბრეს.

აქტივობებში ისინი მონდომებით მონაწილეობდნენ და საჭირო ცოდნა მიიღეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203