საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
08-02-2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის კამპანიას დიდი მონდომებით შეუერთდა.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა შეარჩიეს და გაუზიარეს სხვებს საყვარელი ნაწარმოებები, რომლებზეც იმსჯელეს და ხმამაღლა წაიკითხეს. მათ ასევე კითხვის მნიშვნელობასა და მის საჭიროებაზე ისაუბრეს. 

ბავშვები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მათი კურატორი: ქართული ენის წამყვანი მასწავლებელი ირმა ლომაია გახლდათ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203