
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლეები სხვადასხვა უნივერსიტეტების ხშირი სტუმრები არიან, თითოეული მათი ვიზიტი ემსახურება ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და ცოდნის გაღრმავებას.
ბუნების გაკვეთილის ფარგლებში, 2 თებერვალს, „პროგრესელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ და CaBOL-ის მკვლევარებს შეხვდნენ.
CaBOL არის გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს პროექტი - „კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირება (CaBOL)“, რომლის მიზანია კავკასიის ცხოველთა და მცენარეთა სახეობების დნმ ბარკოდირება და კატალოგიზირება.
მოსწავლეები აღნიშნულ დღეს გაეცნენ საქართველოში არსებულ ბიომრავალფეროვნებას, მოინახულეს სხვადასხვა სახეობის მწერების კოლექცია და დაათვალიერეს ლაბორატორია.
პროექტის ხელმძღვანელი: თაზო პეტუაშვილი გახლდათ.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციასა ამაღლებს და თვალსაწიერს აფართოებს.
იხილეთ ფოტოები: