„იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ - ცხუნკურის N1 სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში წვლილი შეიტანეს
08-02-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

მოსწავლეები ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ და გაერთიანდნენ სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“.

მოსწავლეებმა წაიკითხეს საბავშვო მწერლების ნაწარმოებები, მათ შესახებ იმსჯელეს და ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.

ღონისძიების მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო: მხატვრულად კითხვის უნარების განვითარება-წარმოჩენა, წაკითხულის გაგება-გააზრება, შემოქმედებითი უნარის განვითარება და მოსწავლეებში წიგნის პოპულარიზაცია.

აქტივობა საინტერესო და მოტივაციის მიმცემი იყო მოსწავლეთათვის.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203