დაბა მანგლისის N1 სკოლა მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
08-02-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და კვირეულში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლა მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, გამართულ ღონისძიებაში „მედია წიგნიერების დღე სკოლებში“ მონაწილეობდა, რისთვისაც სერტიფიკატით და შესაბამისი ემბლემით დაჯილდოვდა. მასში მონაწილე მასწავლებელი მიხეილ ლაზაშვილი გახლდათ.