ქვედა საზანოს N2 სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
08-02-2024

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების კითხვას ადრეული ასაკიდანვე აყვარებენ.

სწორედ ამიტომ, სკოლა აქტიურად შეუერთდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის კამპანიას. ბავშვებმა აღნიშნულ დღეს სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებები ხმამაღლა წაიკითხეს, მათი პერსონაჟების შესახებ იმსჯელეს, ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს წიგნების კითხვას მეტად აყვარებს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203