„იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ - რუისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
08-02-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას პედაგოგები მნიშვნელოვან დროს უთმობენ. 

ამჯერად, ისინი ლოზუნგით - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსიოფლიო!“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ და გახდნენ მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ინიციატივით წაიკითხეს ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები. მათ აღნიშნულ წიგნებზე იმსჯელეს და ცოდნა აიმაღლეს. ღონისძიებას დიდი ინტერესით შემოუერთდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203