მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
08-02-2024
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც სამივე საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ერთმანეთს წაუკითხეს უცხოელი და ქართველი მწერლების ცნობილი ნაწარმოებები და ლექსები. ასევე, ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობასა და ახალგაზრდა თაობის წიგნით დაინტერესების აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც ასი სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 31 მილიონი ადამიანი მონაწილებს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“. ეს დღე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გაიაზრონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული , მნიშვნელობა და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
7 თებერვალს, უკვე მეცხრედ, ტრადიციულად, საქართველოშიც აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს