სატივის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის გლობალურ ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა 
08-02-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.

სკოლაში, პედაგოგების - ხათუნა აბრამაშვილისა და ფიქრია მახარაშვილის თაოსნობით ეს დღე საინტერესოდ აღინიშნა.

მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის ექთანმა, როგორც გვიყვებიან, პატარებს ბიბლიოთეკაში მოუწყვეს ლამაზი შეხვედრა და ხმამაღლა წაუკითხეს სხვადასხვა ნაწარმოები.

ბავშვებმა წაკითხულზე იმსჯელეს და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203