ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
08-02-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ.

დაწყებითი კლასების პედაგოგის -  თეონა მახარაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს ქართული და უცხოური ლიტერატურა. მათ ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ამ დღეს ასევე მე-9 კლასის მოსწავლემ - ქეთევან კოჩალიძემ, რომელიც ლექსებს წერს საჯაროდ წაიკითხა საკუთარი შემოქმედება. 

„აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო ჩვენი სკოლის ნიჭიერი გოგონას შემოქმედების გაცნობა საზოგადოებისთვის და მოსწავლეების დაინტერესება კლასგარეშე ლიტერატურით, ვიმედოვნებ, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ დროს გაატარებენ სახელმძღვანელოებთან“ - ამბობს პედაგოგი თეონა მახარაძე.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203