თელავის N9 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა სახალისო გასვლითი აქტივობა 
08-02-2024
თელავის N9 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო, მათ შორის, გასვლით ღონისძიებებში მონდომებით ერთვებიან. 

მე-31კლასის მოსწავლეები კაფე „გიშერს“ ესტუმრნენ. მათ სივრცე დაათვალიერეს, საკუთარი ხელით ტკბილეული დაამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

კლასი მადლობას უხდის კაფე „გიშერს“ და მის თითოეულ თანამშრომელს, მასპინძლობისთვის და დაუვიწყარი, ბედნიერი წუთებისთვის.

„დიდი მადლობა მოსწავლეებს და მშობლებს აქტიურობისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგები თითოეული მოსწავლის განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203