საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით პროექტში წარმატებით მონაწილეობდნენ
08-02-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ ისინი, სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები „საბუკო სკოლებისთვის“ -  პროექტის ფარგლებში განხორციელებულ „შემოდგომის გამოწვევის“ შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  • გამოცდილების გაზიარება სხვა სკოლებისთვის „შემოდგომის გამოწვევის“ აქტივობების მიმოხილვა;
  • შემეცნებითი მოხსენება თემაზე: „საქართველოს ბიომრავალფეროვნება და მისი საფრთხეები“;
  • „კითხვები ახალგაზრდა მეცნიერებს“ - პანელური საუბრები, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ კითხვები დაესვათ ახლაგაზრდა მეცნიერებისადა ექსპერტებისთვის სხვადახვა მიმართულებით;

ღონისძიების დასკვინით ნაწილში მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს „შემოდგომის გამოწვევა“ „ფრინველების საუკეთესოდ ცნობისთვის“ დაჯილდოვდნენ.

სკოლაში მოსწავლეთა და პედაგოგის მიღწევებით ამაყობენ და მათ წარმატებას უსურვებენ

„წარმატებები ჩვენ საოცარ მოსწავლეებს და შესანიშნავ პედაგოგს - ხატია რაზმაძეს. როგორ გვახარებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან გარემოზე ზრუნვასა და მის მოფრთხილებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203