საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
08-02-2024
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო“ ენთუზიაზმით შეუერთდნენ.
პირველკლასელებმა საყვარელი ნაწარმოებები მშობლებთან ერთად წაიკითხეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს. მათ კითხვის პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
ბავშვებმა პედაგოგებთან ერთად, აღნიშნეს, რომ წიგნების კითხვა ბედნიერებაა და ამისკენ სხვებსაც მოუწოდეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ბავშვებს დაწყებითი კლასებიდანვე აყვარებენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს