მუხურის თემის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
08-02-2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

ამასთან დაკავშირებით, III კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელ - ნანა გუჯეჯიანთან და მათემატიკის მასწავლებელ - ნონა პაპასქირთან ერთად, სოფლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. აქტივობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, საბავშვო ლიტერატურის მსოფლიო ბიბლიოთეკიდან შერჩეული ნაწარმოებების ფრაგმენტების შესაბამის გარემოში ხმამაღლა წაკითხვამ, პატარებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„მადლობას ვუხდით ბიბლიოთეკარ ქალბატონ ასმათ გახარიას, გულთბილი მიღებისა და საინტერესო მასპინძლობისათვის. მსგავსი აქტივობები პერმანენტულად გაგრძელდება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203