მუხურის თემის საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა კონფერენციაზე საინტერესო თემებით წარდგნენ
08-02-2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ასეთი მასწავლებლები არიან ირმა თოდუა და ნანა გუჯეჯიანი. ამჯერად, ისინი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელთა XII საუნივერსიტეტო კონფერენციაში - „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნვერსიტეტს“, მონაწილეობდნენ. მათ საინტერესო თემები წარადგინეს.

აღნიშნული კონფერენცია ონლაინფორმატში გაიმართა. მისი მიზანი იყო სკოლებში კლასგარეშე სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობის საუკეთესო პრაქტიკა გამოევლინა და პედაგოგთა პროფესიული საზოგადოებისათვის მათი გაზიარების შესაძლებლობა შეექმნა.

პედაგოგებმა კონფერენციაზე წრეობრივი და კლუბური მუშაობის ფორმატში განხორციელებული კლასგარეშე სასწავლო-სააღმზრდელო აქტივობების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203