ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
08-02-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ პროექტი იმართება.

ამჯერად, თემატური აქტივობები წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი - მზია მელიქიშვილი და პედაგოგები ჩაერთნენ. შეირჩა წიგნები, რომლებიც უფროსკლასელებმა პატარებს წაუკითხეს. 

მოსწავლეებმა მათთვის საყვარელ წიგნებზე, ავტორებსა და პერსონაჟებზე ისაუბრეს. მათ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ თემატური დისკუსია გაიმართა, მოსწავლეებმა თავი წაკითხულის გააზრებაშიც გამოიჩინეს. გარდა ამისა, შემდეგი შეხვედრის აქტივობებიც დაიგეგმა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება საინტერესო და მიზნობრივი იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203