„მუსიკის ჟანრები“ - ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაციები გამართეს
08-02-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.

ამჯერად, VII კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურის გაკვეთილზე თემაზე: „მუსიკის ჟანრები“ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. ბავშვებმა სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის მუსიკალურ ჯგუფებზე, სოლისტებსა და ჟანრებზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს თუ როგორ განვითარდა მუსიკა, ფოლკლორიდან, 21-ე საუკუნის თანამედროვე შემოქმედებამდე.

აღსანიშნავია, რომ კლასში, პრეზენტაციის დროს მოსწავლეთა არჩეული ჟანრის მუსიკა გაჟღერდა.

გაკვეთილი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

„წარმატებას ვუსურვებთ მზია მასწავლებელს და ნიჭიერ მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203