„მუსიკა-თერაპია და პიროვნების სოციალიზაცია“ - ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელთა საინტერესო პროექტი
08-02-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

სკოლაში მუსიკის, ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების პროექტებით სწავლების ფარგლებში, აღნიშნული საგნის პედაგოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს პროექტი სახელწოდებით - „მუსიკა-თერაპია და პიროვნების სოციალიზაცია“.

„პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების მიერ ინფორმაციის მოძიებას სხვადასხვა დაავადებების დროს, ასევე, კომუნიკაციის, ყურადღების, მოტივაციისა და ქცევითი პრობლემების კორექციის მიზნით, მუსიკის როგორც თერაპიის აქტიურად გამოყენების შესახებ.

მოსწავლეებმა მოპოვებული მასალის საშუალებით დასახეს გეგმები თუ როგორ შეიძლება მსგავსი პრობლემების მქონე პიროვნებების საზოგადოებაში ჩართვა-სოციალიზაცია. ამ საკითხზე მათ ჩაწერეს ინტერვიუ ფსიქოლოგთან, ნათია წივილაშვილთან, რომელიც ასევე ქვემო ხოდაშნის სკოლის კურსდამთავრებულია.

მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნო მოსწავლეებს და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. 

„პროცესში მოსწავლეებს აქტიურად დაეხმარა სკოლის ექიმიც, რომელმაც, ასევე, პრეზენტაციის მსვლელობისას ისაუბრა აუტიზმზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებსა და აუტისტი ადამიანების მიმღებლობაზე. პროექტი გამოვიდა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203