ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა აბულაძემ საქართველოს ჩემპიონატზე, ძიუდოში წარმატებით იასპარეზა
08-02-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა ლაშა აბულაძე. მან ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატში, ძიუდოში 50კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა. 

სკოლაში მოსწავლით ამაყობენ და მას საერთაშორისო ასპარეზზე ბევრ წარმატებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203