ოზურგეთის N3 სკოლის კინოკლუბისა და XI კლასის მოსწავლის - ანასტასია ტუღუშის წარმატება
08-02-2024

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები კინოხელოვნების ასპექტებს ეცნობიან და ფილმზე მუშაობის სპეციფიკას სწავლობენ. 

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა ოქტომბრიდან CinéDOC- სკოლის კლუბებს შეუერთდა. სკოლაში ფუნქციონირებს კინოკლუბი CineDOC-გურია, რომლის ხელმძღვანელი ნინო ვაშალომიძე​ გახლავთ. 

პროექტის ფარგლებში კინოკლუბებში პრაქტიკული საქმიანობის გაძლიერების მიზნით,სკოლებიდან შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებსაც საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად შეძლონ მოკლე ფილმების გადაღება და მონტაჟი.

პროექტის ეტაპები:
ეტაპი 1 - მოსწავლეების შერჩევა ტრენინგისთვის CinéDOC-სკოლის კინოკლუბებიდან შეირჩევა 15-20 მოსწავლე, რომლებიც ჩაერთვებიან ტრენინგებში. ტრენინგის პარალელურად გადაამზადებენ კინოკლუბის სხვა წევრებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ კი საკუთარ კლუბთან ერთად გადაიღებენ მოკლე დოკუმენტურ ფილმს.

ეტაპი 2 - ტრენინგების ჩატარება ფილმის განვითარებისა და მონტაჟის შესახებ ტრენინგები ჩატარდება საფრანგეთის სკოლების მოსწავლეებთან ერთად ონლაინ

ეტაპი 3 - ტრენინგში ჩართული მოსწავლეები გადაამზადებენ თავიანთი კლუბის წევრებს ტრენინგის მონაწილე მოსწავლეები საკუთარი ტრენინგების პარალელურად გადაამზადებენ კლუბის სხვა დაინტერესებულ მოსწავლეებს და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

ეტაპი 4 - ტრენინგის დასრულების შემდეგ კინოკლუბები იმუშავებენ საკუთარ პროექტებზე და შექმნიან მოკლე დოკუმენტურ ფილმებს. ფილმების გადაღებისა და მონტაჟის შემდეგ დაიგეგმება ფილმების პრემიერები, ფილმები განთავსდება CinéDOC-სკოლის მედიათეკაში და ამ ფილმებს გაეცნობიან კლუბების წევრები.

შერჩეულ მოსწავლეებს შორისაა ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანასტასია ტუღუში. ანასტასია ტუღუში ფილმების გადაღება-მონტაჟს შეისწავლის და კინოკლუბის სხვა წევრებს გადაამზადებს.

„ვულოცავთ ანასტასიას და ჩვენს კლუბს - CineDOC-გურია ამ დიდ წარმატებას! მადლობა CinéDOC-Tbilisi ამ შესაძლებლობისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203