
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
30 იანვარს, მე-11 კლასელები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ. ექსკურსია განხორციელდა სამოქალაქო განათლების ეგიდით და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ექსკურსიის მიზანი იყო, საქართველოს პარლამენტის დათვალიერება, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიისა და საკანონმდებლო ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობის გაცნობა.
ექსკურსიის ხელმძღვანელი - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ნათია შიბდიროვი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა თვალსაწიერს აფართოებს და მათ მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: