იანეულის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პატარა მეგობრებს საავტორო ზღაპრები წაუკითხეს
07-02-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე იანეულის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმაც აღნიშნეს, მათ პატარა მეგობრებს ზღაპრები წაუკითხეს, უნდა აღინიშნოს ისიც რომ ეს ზღაპრები მეხუთე კლასის მოსწავლეებმა თავად დაწერეს.

მეხუთე კლასის დამრიგებელი და მასწავლებელი სოფიო კალანდაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებით ანებივრებს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203