ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელი ნაწარმოებების პერსონაჟები „გააცოცხლეს“
07-02-2024
ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
სკოლის ბიბლიოთეკაში ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები გაიმართა.
„უამრავი სტრიქონი, ფრაზა, აზრი და ნაწყვეტი გაჟღერდა დღესაც ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკის კედლებში“, - გვიყვებიან სკოლაში.
მე-5 კლასელები ცდილობდნენ საყვარელი წიგნისა თუ პერსონაჟის მიმართ მსმენელში ინტერესი აღეძრათ. მე-9 და მე-6 კლასელებმა ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ „გააცოცხლეს“, მე-10 კლასმა კი, როგორც აღნიშნავენ, დიდებული შოთა რუსთაველის .
„ბევრი წავიკითხეთ, სად არ ვიმოგზაურეთ, რა ჟანრს არ შევეხეთ, ზოგან ვიცინეთ, ზოგან სევდამ და თანაგრძნობამ შეგვიპყრო, ზოგან მარადიულმა ღირებულებებმა „აღგვამაღლეს“, ზოგან ზღაპრული სამყაროს გმირების თანამებრძოლებად და იდეალების გამზიარებლებად ვიგრძენით თავი. უხსოვარ დროსა და უთვალავ ფერთა სამყაროში მოგზაურობას ბოლო არ უჩანდა... ბევრმა წუთმა გაიფრინა წაკითხულის შთაბეჭდილებების გაზიარებაში, საყვარელი წიგნის უპირატესობის მტკიცებაში, და ასე გავხდით „ოდნავ უკეთესი და უფრო ჭკვიანი, ვიდრე ვიყავით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ამ დღეს სკოლაში ცოდნის ზეიმი იყო. ბავშვებმა უამრავი საჭირო ინფორმაცია მიიღეს და კითხვა კიდევ უფრო შეიყვარეს.
„წიგნის ძალამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თავის ჯადოქრობასა და უძლეველობაში! მადლობა ყველას, ვინც წიგნიდან მიღებული სიმდიდრე სხვებს დაუნანებლად უწილადა“, - ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს