
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, ამ მიზნით კი არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ.
ერთ-ერთია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია შევარდნაძე, რომელიც კონკურსის - „ფინანსური განათლება სკოლაში” ფინალისტია.
კონკურსის პირველ ეტაპზე საერთო ჯამში 65 ნამუშევარი შევიდა, ამ ნამუშევრებიდან კი, კონკურსის პირობების თანახმად, 20 ფინალისტი გამოვლინდა.
მათ შორის გახლავთ მზია შევარდნაძე. კონკურსზე პედაგოგმა წარადგინა საინტერესო ნამუშევარი - „ შემოქმედებითი პროდუქტიდან - ფინანსურ განათლებამდე“.
ნაშრომი ასახავდა ფინანსური განათლების შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას მხატვრულ ნაწარმოებზე დაყრდნობით.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ და მიღწეულს ულოცავენ.
„ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას!“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: