„სოკოების ნაირსახეობა“ - სულდის საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ბიოლოგიის გაკვეთილი
07-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ბიოლოგიაში მეშვიდეკლასელებს ჩაუტარდათ, რომლის თემა იყო - „სოკოების ნაირსახეობა“. აღნიშნული თემის ფარგლებში, მოსწავლეებმა სოკოები დახატეს და კედლის გაზეთი შექმნეს.

მათ ასევე სოკოების მრავალფეროვნების შესახებ ისაუბრეს, მათი სახეობები ჩამოთვალეს და საინტერესო ინფორმაციები მიიღეს. 

ბავშვებმა გაკვეთილზე შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203