„ექვთიმე თაყაიშვილის მემორიალური დაფის გახსნა“ თბილისის N74 საჯარო სკოლაში
07-02-2024

თბილისის N74 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სასკოლო დღეები გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, მე-9 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე მოეწყო, საკლასო აქტივობა - „ექვთიმე თაყაიშვილის მემორიალური დაფის გახსნა“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ფილმის - „ექვთიმე ღვთისკაცი“ რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე და მსახიობი ბაჩო შარიქაძე. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები „ექვთიმე ღვთისკაცის“ ღვაწლის შესახებ.

„ღონისძიებამ კიდევ ერთხელ შეახსენა მათ  თუ „ვისი გორისანი არიან“, რა პასუხისმგებლობაა იყო ექვთიმე თაყაიშვილის თანამემამულე და რომ  ვიდრე ექვთიმეს ხსოვნას პატივს მივაგებთ ჩვენს ერს გადაშენება არ უწერია“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203