წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის გლობალურ ღონისძიებას შეუერთდნენ
07-02-2024

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი და დღესასწაული აქტიურად აღინიშნება.

გამონაკლისი არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოფილა, რომელსაც საქართველოში მეცხრედ უერთდებიან. 

დაწყებითი კათედრის პედაგოგების ხელმძღვანელობით ეს დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა. სკოლა შეუერთდა ინიციატივას: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“. უფროსკლასელებმა ხმამაღლა წაუკითხეს ეზოპეს იგავები უმცროსკლასელებს. ეს აქტივობა პატარებისთვის საინტერესო და ემოციური იყო.

ბავშვებმა ამ დღეს, კიდევ ერთხელ ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203