მარაბდის საჯარო სკოლა მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
07-02-2024

ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობს, სადაც წარმატებას აღწევს.

ამჯერად, სკოლა, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში - „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“ აქტიურად მონაწილეობდა, რისთვისაც სერტიფიკატითა და შესაბამისი ემბლემით დაჯილდოვდა. 

სასკოლო საზოგადოება და დირექცია - დირექტორი, ისტორიის პედაგოგი თამრიკო ფიჩხულაშვილი და გეოგრაფია სამოქალაქო განათლების პედაგოგი - სოფიო დავითაშვილი, კუმუნიკაციების კომისიას მადლობას უხდიან ყველაფრისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203