წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს 
07-02-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს არაერთი საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. 

საერთაშორისო ინიციატივას სკოლის არაერთი კლასი შეუერთდა. სკოლის მე-5 კლასში (ხელ- ლი: ქ.ჯიქია) ეს დღე საგანგებოდ აღინიშნა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, რომელსაც სკოლის დირექტორი და მასწავლებელი  ფაქიზო ფანჩულიძე ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკაში ჩატარდა.

მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და წიგნის კუთვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203