საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-7 კლასელებმა თემაზე - „ბავშვთა იძულებითი შრომა“, საინფორმაციო ვიდეორგოლი შექმნეს
07-02-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა შემეცნებით აქტივობებში და თვალსაჩინოებისთვის საინტერესო რესურსებს ქმნიან. 

ამჯერად, VII კლასის მოსწავლეებმა: ილია კობახიძემ, თევდორე გაბიძაშვილმა, საბა ჯინჭარაძემ, ანასტასია მეტრეველმა, თამაზ ყანჩელაშვილმა და გიორგი გაბრიჭიძემ საინფორმაციო ვიდეორგოლი შექმნეს. 

თემატიკა - „ბავშვთა იძულებითი შრომა“ იყო. 

ვიდეორგოლში მოსწავლეებმა სიღრმისეულად ჩაშალეს აღნიშნული საკითხი, შეეხნენ ბავშვთა უფლებების კონვენციას, შრომის კოდექსსა და მიმოიხილეს დარღვევები. 

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლი საგანის - „მოქალაქეობა“ შესწავლის ფარგლებში მომზადდა.

იხილეთ ვიდეორგოლი ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203