
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და შემეცნებითი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომელსაც მე-2 კლასის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ.
მეორეკლასელებმა პედაგოგ ინგა მამუკაშვილთან ერთად, წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ასევე გაიხსენეს ცნობილი მწერლები და პოეტები, წაიკითხეს როგორც მხატვრული ლიტერატურა, ასევე საინფორმაციო ტექსტები. გაკვეთილის დასკვნით ნაწილში კი ნახატების მიხედვით საკუთარი ისტორიები შექმნეს, დაწერეს და ერთმანეთს წაუკითხეს.
აქტივობები, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი სახალისო და საინტერესო იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: