კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
07-02-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლის I-III კლასების მოსწავლეები, პედაგოგ მარიკა ფიცხელაურთან ერთად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აქტიურდ შეუერთდნენ.  მათ ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე - თუ რას აძლევს ადამიანს მხატვრული ლიტერატურა.

დღე იყო მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული. 

ბავშვები აღნიშნულ დღეს კითხულობდნენ მათი საყვარელი ავტორის წიგნებს, ინიშნავდნენ ინფორმაციებს, უცხო სიტყვებს და აკეთებდნენ ჩანახატებს.

„სკოლაში ასევე მოვიწვიეთ სტუმარი, ისტორიის მასწავლებელი ბატონი დავით არაბული. მას ვთხოვეთ წაეკითხა საქართველოს ისტორიიდან მოცემული წიგნები კერძოდ ისტორიული მოთხრობები. შემდეგ კი დავუსვით კითხვები საქართველოს წარსულზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203