კერძო სკოლა „ოპიზას“ მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია გამართეს 
07-02-2024

ინგლისური, ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ენაა მსოფლიოში, ამიტომ უცხოური ენის ხარისხიანი ცოდნის მნიშვნელობა თბილისის კერძო სკოლა „ოპიზაში“ კარგად ესმით, შესაბამისად, ინგლისური ენის სიღრმისეულად სწავლებას დიდი მნიშვნელობა ექცევა. სასწავლო პროცესის გასამრავალფეროვნებლად კი მასწავლებლები მრავალფეროვან აქტივობებსა და სასწავლო რესურსს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს თემაზე -  My role model. 

გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო საპრეზენტაციო და სასაუბრო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება/დახვეწა.

მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებას და  ვიზუალური „სლაიდ შოუების“ დახმარებით ეფექტურად წარმოადგინეს ნამუშევრები.

მოსწავლეთა ინგლისური ენის პედაგოგი თეონა ნაცვლიშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203