„საუკუნის სათამაშო“ - გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეხსიერების რუკა შექმნეს
07-02-2024

გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე, მეხსიერების რუკა თემაზე - „საუკუნის სათამაშო“ შექმნეს და მოისმინეს საინტერესო, თემატური ტექსტები. 

პედაგოგის თქმით, ბავშვებმა კარგად გაიაზრეს მოსმენილი ტექსტები და მათ შინაარსზე იმსჯელეს.

მესამეკლასელებმა, ასევე რუკასთან ერთად, პედაგოგ სევდა შახვერდიევას ხელმძღვანელობით, საყვარელი სათამაშოები დახატეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203