საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის გუნდი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში დიდი შემართებით ჩაერთო
07-02-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სახელი აქტიური პედაგოგებისა და მოტივირებული მოსწავლეების წყალობით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო პროექტებშიც ჟღერდება. 

ამჯერად, სკოლის გუნდი საერთაშორისო პროექტში - Global Goals project 2024, მასწავლებლის ხატია რაზმაძის, ხელმძღვანელობით ჩაერთო. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი გრძელდება 6 კვირის განმავლობაში და აერთიანებს ძალიან ბევრ სკოლას და მოსწავლეს მსოფლიო მასშტაბით. 

სკოლის მიზნები ამ კვირაში გახლდათ: 

მოსწავლეები გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებს სახალისო აქტივობით, „შავ ყუთში“ კი აღმოაჩინეს ის გლობალური მიზანი, რომელზეც იმუშავებენ და განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას 6 კვირის მანძილზე.

მდგრადი განვითარების მიზანი 6: სუფთა წყალი და სანიტარია. სკოლაში იმსჯელეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეების ჩართულობა, რას ნიშნავს მოქმედება და რა შეიძლება გააკეთონ ამ კუთხით.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203