ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტული ფორმებით დასაჩუქრდნენ
07-02-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჟამად, მოსწავლეები სასკოლო ოლიმპიადის, რეგიონალური ტურნირისთვის ემზადებიან. 

სკოლის მოსწავლეებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტული ფორმები გადასცა. 

სკოლის წარმომადგენლები მოსწავლეთა გახარებისთვის მერიას მადლობას უხდიან. 

„დიდი მადლობა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას, წინ დიდი გამარჯვებისკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203