კვათანის საჯარო სკოლის მოსწავლის - დავით კუპრეიშვილის წარმატება კომპიუტერული მეცნიერებების კონკურსში
07-02-2024

ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა დავით კუპრეიშვილი. 

დავითი მე- 6 კლასის მოსწავლეა, რომელიც ჩაერთო HOUR OF CODE 2023 -ის კონკურსში, სადაც საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა და საამაყო შედეგზეც გავიდა. 

ის საქართველოს რეგიონულ ფინალში მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.

მოსწავლის შედეგით სკოლაში ამაყობენ, მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. აღსანიშნავია, რომ მისი მიღწევა სხვა მოსწავლეებისთვის მოტივაციისა და სტიმულის მიმცემი გახდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203