ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გამართეს 
07-02-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

სკოლაში მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა პრეზენტაცია - კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რაც მიზნად ისახავდა ინფორმირებულობის ამაღლებას, სკრინინგ პროგრამების  გაცნობას, სკოლის ექთნის შეხვედრას მოსწავლეებთან.

პრეზენტაციაზე გაჟღერდა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილი რომ „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ და „კიბო განაჩენი არ არის“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203