
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და საგანამანთლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
IX კლასის მოსწავლე მარიამ აზრუმელაშვილმა მონაწილეობა მიიღო, ბრიტანული სასწავლო ცენტრის - London Gates Tbilisi გამართულ ინტერდისციპლინურ ტურნირში ინგლისურ ენაზე, რომელშიც დაიკავა პირველი ადგილი და London Gates-ში სასწავლებლად ერთწლიანი სტიპენდია მოიპოვა.
მოსწავლის უცხო ენის პედაგოგი ლელა მარკოზაშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტო: